აგრონომიული მომსახურება
აგრონომიული მომსახურება მოიცავს თქვენი მეურნეობის ინდივიდუალურ, სიღრმისეულ ანალიზს, რათა მცენარის პოტენციალი სრულად გამოვლინდეს და ბიზნესი სტაბილურად მომგებიანი გახდეს. ვადგენთ მცენარეთა კვებისა და დაცვის სქემას მთელი სავეგეტაციო წლისთვის, ვაწვდით შესაბამის აგროპროდუქციას და ვაკვირდებით მის ეფექტურ გამოყენებას. სავეგეტაციო წლის განმავლობაში ვაკონტროლებთ მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას და, საჭიროების შემთხვევაში, ვაახლებთ სქემას.

