
აგრონომიული მომსახურება მოიცავს თქვენი მეურნეობის ინდივიდუალურ, სიღრმისეულ ანალიზს, რათა მცენარის პოტენციალი სრულად გამოვლინდეს და ბიზნესი სტაბილურად მომგებიანი გახდეს. ვადგენთ მცენარეთა კვებისა და დაცვის სქემას მთელი სავეგეტაციო წლისთვის, ვაწვდით შესაბამის აგროპროდუქციას და ვაკვირდებით მის ეფექტურ გამოყენებას. სავეგეტაციო წლის განმავლობაში ვაკონტროლებთ მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებას და, საჭიროების შემთხვევაში, ვაახლებთ სქემას.
ვრცლად→
ლაბორატორიული კვლევის მომსახურება მოიცავს ნიადაგის დეტალურ ანალიზს, დასკვნის მომზადებას, ფოთლის გამოკვლევასა და შედეგებზე დაფუძნებული მცენარეთა კვების რეკომენდაციების გაცემას. ანალიზი ტარდება ევროპის სამ წამყვან ლაბორატორიაში: FitoSoil, NovaCropControl და Eurofins. შედეგებთან ერთად მიიღებთ იოტო აგროს მცენარეთა კვების სპეციალისტის რეკომენდაციებს, რომლებიც თქვენი აგრობიზნესის განვითარებაში დაგეხმარებათ. დაგვიკავშირდით.
ვრცლად→
იოტო აგროს პორტფელში არსებული ყველა აგროპროდუქტი შერჩეულია საქართველოში გავრცელებული კულტურების მოთხოვნებისა და ნიადაგის შემადგენლობის გათვალისწინებით. ჩვენი 9 პარტნიორი მწარმოებლის პროდუქცია წინასწარ არის შემოწმებული ხარისხის მხრივ. თითოეული პროდუქტი შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიითა და ფორმულაციით.
ვრცლად→